1. ოჯახში მოხმარებული ენერგიეს ხარჯი და დაზოგვის გზები
2. პროექტის მოკლე აღწერაუმრავლეს შემთხვევაში არ ხდება ენერგიის დაზოგვა და ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე შევიმუშავებთ დაზოგვის გზებს.
3. პროექტის სრული აღწერა
უმრავლეს შემთხვევაში არ ხდება ენერგიის დაზოგვა
პროექტის მიზანი:
ოჯახში მოხმარებული ენერგიის დაზოგვის გზების ძიება.
პრობლემის ანალიზი:
ენერგიიის უყაირათო ხარჯვა შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ხშირად ანთია ნათურები და ჩართულია სხვა ელექტროხელსაწყოები მაშინ, როდესაც ისინი საჭირო არ არის.
პროექტის ამოცანები:
ა. ოჯახში მოხმარებული სხვა სახის ენერგიეს ღირებულების დადგენა;
ბ. ენერგიეს შორის პრიორიტეტულის განსაზრვრა(ეკონომიკური თვალსაზრისით);
გ) ენერგიეს დაზოგვის გზების განსაზღვრა
პროექტის საქმიანობები:
I. ოჯახი მოიხმარს ელექტრულ, წვის (შეშა, ბუნებრივი აირი) ენერგიას.
● ელექტრულ ენერგიის მომხმარებლებია: ელექტრონათურა, უთო, მაცივარი, ელექტროღუმელი, სარეცხის მანქანა, ტელევიზორი, კომპიუტერი
● წვის ენერგიის მომხმარებლებია: შეშის ღუმელი, გაზქურა
● გამოვთვლით რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს თითოეული მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში. (მოწყობილობის სიმძლავრე გამრავლდება მუშაობის ხანგრძლივობაზე)
● მონაცემები წარმოიდგინება ცხრილის სახით
* ენერგიის ღირებულებას წარმოადგენენ სვეტოვანი დიაგრამის სახით
ენერგიის უქმად ხარჯვის შესამცირებლად _ გამორთონ სინათლე, როდესაც იგი საჭირო არ არის, გამოიყენონ ეკონომიკური ნათურები, რადგან ელექტრული ხელსაწყოები მაქსიმალურ ენერგიას მოიხმარენ ჩართვა-გამორთვისას, მათი მუშაობა გახანგრძლივდება, თუ არ გამორთავენ, თუკი მოკლე ხანში ისევ უნდა ჩართონ, ტელევიზორი მაშინაც ხარჯავს ენერგიას, როდესაც გამორთულია დისტანციური სამართავით, უნდა გამოირთოს ტელევიზორის ღილაკით. ზამთარში უნდა მოახდინონ ბინის თბოიზოლაცია. წყლის გასათბობად დაამონტაჟონ მზის კოლექტორები, გაითვალისწინონ, რომ ღია ფერის კედლები ირეკლავს დაცემული სინათლის ენერგიის 70-80%-ს, მუქი კი 10-15%-ს.
კონკრეტულად თითოეული მოსწავლე ჩამოწერს რა საშუალებით დაზოგავს მათი ოჯახი ენერგიას.
იანგარიშებენ რა ეკონომიას მისცემს მათ ოჯახს დაზოგვის გამოყენებული საშუალებები.
შეფასება:
მოსწავლის შეფასებისას ყურადღება მიექცევა
პრობლემა სწორად არის თუ არა წარმოდგენილი
პროექტის მიზანი არის თუ არა მკაფიო და მიღწევადი პრობლემის გადასაჭრელად
ამოცანები სწორად არის თუ არა განსაზღვრული
სწორად არის თუ არა დაგეგმილი თითოეული ამოცანის შესატყვისი კონკრეტული საქმიანობები, გაწერილი დროში
რესურსები სწორად არის თუ არა შერჩეული
კვლევა სწორად არის თუ არა ჩატარებული
პრეზენტაციის შეფასებას მოვახდენ
ნათლად აყალიბებს თუ არა პროექტის არსს
მეტყველებს თუ არა მკაფიოდ
აღწერს თუ არა პროექტზე მუსაობის პროცესს
თანაკლასელებს აცნობს თუ არა ჩატარებული სამუშაოს შედეგებს
აკეთებს თუ არა ცხრილების, დიაგრამების. ჩანაწერების სრულყოფილ ანალიზს
ითვალისწინებს თუ არა მასწავლებლისა და თანაკლასელების შენიშვნებსა და მითითებებს
4. მონაწილეთა ასაკი _ 14-15 წელი
5. ვადები/ ხანგრძლივობა _ ერთი კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
*სამუშაოს დაწყებამდე თავს უყრის საჭირო რესურსებს და ახდენს ცოდნის მობილიზებას
* სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით ახარისხებს სხვადასხვა რესურსებში მოპოვებულ ინფორმაციას
* ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარ
7. მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას ცხრილებისა და დიაგრამებების სახით.
მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას, შესაბამისად დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბით.
ენერგიის ხარჯის შემცირებით გაკეთდება ეკონომია, რაც გაზრდის ოჯახის ბიუჯეტს.
8. სარგებელი სხვებისთვის – ენერგიის დაზოგვის გზების ძიება არის ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვის საშუალება
9. სამუშაო ენა – ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან –
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-მათემატიკა, ეკონომიკა. ბუნ.IX. 5. მოსწავლე მსჯელობს ენერგიის ფორმებისა და ენერგიის წყაროების შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
განასხვავებს ენერგიის ფორმებს, მოჰყავს მისი გამოყენების მაგალითები;
განარჩევს და აღწერს სინათლის და სითბოს ბუნებრივ და ხელოვნურ წყაროებს.
მონაცემებს წარმოადგენს ცხრილის სახით, მსჯელობს მათი პრაქტიკული გამოყენების შესახებ:
მოიპოვებს ინფორმაციას მის ლოკალურ გარემოში არსებული ბუნებრივი ენერგიის წყაროების შესახებ და სახავს მისი ეფექტურად გამოყენების გზებს:
12. პროექტის ფასილიტატორი –ქსენია ზუბიაშვილი
13. ელ. ფოსტა – qsenia.zubiashvili@gmail.com
14. პროექტის ფორუმი –
15. პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი-www.qseno.blogspot.com
No comments:
Post a Comment